Digest Logo

„მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გამოვსულიყავი თანამებრძოლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არენაზე დამეხმარება“ - გივი მაჭარაშვილი

1783703226
გივი მაჭარაშვილი

მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გამოვსულიყავი თანამებრძოლებთან ერთად, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ გივი მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა მას არენაზე დაეხმარება.

„ჩემი ოცნება ხდება. ერთი დღე დარჩა, რომ ჩემი 100% ვაჩვენო ხალხს, ვასიამოვნო ჩემი ნიჭით და ჩემი სპორტული შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ჩემი ხალხის გულშემატკივრობა ყველაზე ძალიან მომეხმარება“, - აღნიშნა გივი მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცხოვრებამ, გარკვეული გარემოებების გამო, ამ რეალობის წინაშე დამაყენა“ - ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ ესპანურ მედიასთან

⭕რა გელით სასიყვარულო ფრონტზე? - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი გარდამტეხი იქნება

⭕„საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით, ორივე ხელით დაიჭირეთ, შეხედეთ წყალს და ჩუმად წარმოთქვით...“ - რას გვირჩევს ეზოთერიკოსი