Digest Logo

მცხეთა-მთიანეთში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზარალს ითვლიან

1716786096
მცხეთა მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთში სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზარალს ითვლიან. დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ.

სტიქიის ზონებში იმყოფებოდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მერი და ახალგორის გამგებელი. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენ მშვენიერი სამშობლო და თავისუფალი სახელმწიფო გვაქვს, ეს ბედნიერებაა, რომელსაც მუდმივი ზრუნვა, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება“- გია მურღულია საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

⭕26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

⭕„ბევრ გზაზე გამიძღვა, დამეხმარა... არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელმაც მასავით სწორი, მაღალი მორალით იცხოვრა“- ზურა შევარდნაძე მასწავლებელს იუბილეს ულოცავს

წყარო: imedinews.ge