Digest Logo

„მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა“ – ხონში ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს გლოვობენ

1744985779
 ხონში ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს გლოვობენ

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც, სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, 2-მა კი დაზიანებები მიიღო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ოფშკვითის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სოფია ბანძელაძე ემსხვერპლა.

„ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე – მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა...

ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს...

ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს, მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.

ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს“, – ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📸„პირველი ჯერისთვის ნორმალურია“ - რუსკა ქარქაშაძემ პასკა პირველად გამოაცხო

⭕როგორ დავამარცხოთ ყოველდღიური ქაოსი? - 8 გასაღები სტრესისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის

⭕რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“