Digest Logo

„მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა... ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს სჭრი ჩემს უდანაშაულო შვილს“ - რას ჰყვება გურჯაანში სასტიკად მოკლული ქალის დედა?

1725289728
გურჯაანში სასტიკად მოკლული ქალი

ცოტა ხნის წინ საგარეჯოში კაცმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა მოკლა. როგორც ირკვევა ბრალდებულის ცოლი ფიქრია ტუგულაშვილი იყო, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კი ზვიად ზურაბაშვილია, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შანსის ქონის შემთხვევაში მათ თავიდან მოკლავდა.

ჯერჯერობით მკვლელობასთან დაკავშირებით დაზუსტებული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა თავად ზურაბაშვილმა თქვა, რომ ცოლმა და მისმა ორმა მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს.

ambebi.ge-მ მოკლული ქალის დედასთან, მაია ზათიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც დაიჯესტი გთავაზობთ:

„რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით. შვი­ლი ასე­თი სი­სას­ტი­კით მოგ­ვიკ­ლა და კი­დევ ვის­მენთ მის ცრუ ბრალ­დე­ბებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის გა­მა­ოგ­ნე­ბელ ცრუ ბრალ­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და არა­ვინ კი­თხუ­ლობს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს. მო­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰკი­თხონ, რო­გო­რი შვი­ლი მყავ­და. ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს.

ფიქ­რია ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გოგო იყო, არ უყ­ვარ­და ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ოჯახ­ში. დიდ­ხანს მა­ლავ­და ამ ამ­ბავს. არც კი ვი­ცო­დით ასე­თი ავად­მყო­ფის გვერ­დით რომ ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლი ისე გვაჩ­ვე­ნებ­და თავს, თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო იყო. რა დღე­ში იყო ფიქ­რია, ეს გა­ვი­გეთ პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა ქმარ­მა დაჭ­რა. მა­შინ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. ამის შემ­დეგ აღი­ა­რა ჩემ­მა შვილ­მა ჩვენ­თან, რომ სა­ში­ნე­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ჰყავ­და. მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა. ეზო­ში რომ ჩა­სუ­ლი­ყო ან მა­ღა­ზი­ა­ში მე­სი­ჯი უნდა მი­ე­წე­რა მის­თვის და ნე­ბარ­თვა უნდა აეღო. ეტყო­და თურ­მე ფიქ­რი­ას სა­მუ­შა­ოდ მივ­დი­ვა­რო, ან სო­ფელ­ში მივ­დი­ვა­რო და სი­ნამ­დვი­ლე­ში იჯდა სა­დარ­ბა­ზოს­თან და „ზვე­რავ­და“ ჩემს შვილს.

ვიდ­რე ბი­ნას შე­ი­ძენ­დნენ, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, თურ­მე იმ ბი­ნა­ში კა­მე­რე­ბი და­უ­ყე­ნა და ისე აკონ­ტრო­ლებ­და. ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი მას უნდა სცოდ­ნო­და. სულ მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. უსა­ფუძ­ვლოდ შე­ეძ­ლო ეეჭ­ვი­ა­ნა. თურ­მე ეუბ­ნე­ბო­და, ახლა სა­საფ­ლა­ო­ზე შენი „რე­შოტ­კა“ უნდა იღე­ბე­ბო­დე­სო. ეს, რაც მი­ამ­ბო ჩემ­მა შვილ­მა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ რა­მეს არც ჰყვე­ბო­და“, - ამბობს მაია ზათიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უსაყვარლესი და მისაბაძი ოჯახი“ - გენო პეტრიაშვილი ულამაზეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად

⭕„საზოგადოებას ამ ეპოქაში სერიოზულად ტანჯავს გაუნათლებლობა...“- რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

„ძალიან მენატრები და სულ მჭირდები“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს

წყარო: www.ambebi.ge