
მუსიკოსი ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს, თბილისში. 1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მესამე თაობაში.
მისი გამორჩეული ხმის ტემბრი და შესრულების კულტურა მსმენელს ხიბლავს, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც დიდია. იმ მიზეზით, რომ საჯაროობა დიდად არ ხიბლავს, ინტერვიუზე ხშირად უარს ამბობს.
მუსიკოსი იუბილარია - იგი 53 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო:
„გილოცავთ დიდი სიყვარულით“.
„მშვენიერი, ძვირფასი, უნიჭიერესი მუსიკოსი ხართ, ჯანმრთელობას გისურვებთ“.
„ჩვენს საამაყო ადამიანს ვულოცავ დაბადების დღეს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ბაკურაძე „ციცინათელაში“ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს - „ძალიან თბილი ადამიანი“
⭕„მოვდივართ“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოშია