„ტიკტოკერი“ მაკა ქელესაშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კაცებზე და მათ ყურადღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმჯობესია კაცი ფინანსურად შეძლებული იყოს:
„კაცი უნდა იყოს ჩემზე დიდი. შეიძლება 21 წლის ვარ, მაგრამ მირჩევნია ჩემზე დიდი იყოს 5-7 წლით. მყავდა 18 წლის ფეხბურთელი, მატერიალურადაც უზრუნველყოფილი ვიყავი. ჩემ ხასიათს ვერ ეწყობოდა. მე არ მინდა ყოველდღიურად ნახვა და დაპატიჟებები. ეს არ მჭირდება. უბრალოდ უნდა იყოს ყურადღებიანი. გარეგნულადაც ვაფასებ, მაგრამ მარტო მისი „მიყვარხარ“ არ მინდა.
იყო თანაცხოვრების შემოთავაზებაც, მე გავქრი, არ ვარ თანაცხოვრებისთვის მზად. თანხას მე არ ვუყურებ. რასაც მე ვაკეთებ იგივე რატომ უნდა გამიკეთოს კაცმა? - მე მარტო შენი „მიყვარხარ“ არ მინდა. ვერ მოვატყუებ ადამიანს რომ ის მიყვარს. ალბათ მსიამოვნებს მატერიალური უზრუნველყოფა. მომავალი წინ მაქვს და მინდა კარიერას მივხედო“, - აღნიშნა მაკა ქელესაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სახლიდან ჩემი პერსონალური ჭიქის გარეშე არ გამოვდივარ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე