
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზზე წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:
„საქართველო ანტიციკლონურ ზონაშია, შუა ტროპოსფეროში სამხრეთ-დასავლეთიდან სუბტროპიკული ქედი ძლიერდება, ფაქტორების ერთობლიობა კი მზიან დღეებს გვპირდება - ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში +31 +33 °C - იქნება, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ოდნავ გრილი: +25…29 °C დაფიქსირდება.
მაღალმთიან რეგიონებში საღამოს საათებში ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი ელჭექით.
ზაფხულის არდადეგების სეზონის დაწყებასთან ერთად, ბევრს აინტერესებს ზღვისპირა კურორტებზე წყლის ტემპერატურა, ამიტომ გეტყვით: საქართველოს სანაპიროზე წყლის ტემპერატურა საშუალოდ დაახლოებით +21+22 გრადუსია, მომავალი მზიანი ამინდის გამო, ზღვა უახლოეს დღეებში ოდნავ უფრო თბილი გახდება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალია, ამიტომ მზეზე თუ დააპირებთ ხანგრძლივად ყოფნას, გამოიყენეთ მზიგან დამცავი საშუალებები თქვენივე უსაფრთხოებისთვის.
ლამაზ დღეებს გისურვებთ“, - წერს კობა ფარტენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი სიცოცხლე...“ - ირინა ონაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕„ქვეყანას სჭირდება მკაფიო, ნათელი, თვალსაჩინო, არსებითი ორიენტირები...“ - რას წერს გია მურღულია?