
საზოგადოების მხრიდან ბათუმის საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ გამოხატულ უკმაყოფილებას ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი გამოეხმაურა.
ჩიქოვანის თქმით, აირჩა ის ნაძვის ხე, რომელმაც საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ევროპის მოედანზე საზეიმოდ 25 დეკემბერს უნდა აინთოს, განსხვავდება მათ მიერ შერჩეული ნაძვის ხისგან.
„რაც იქნა არჩეული საზოგადოების მხრიდან, იმ მომწოდებლის მიერ იქნა დამზადებული ნაძვისხე. 25-ში მობრძანდით და ყველამ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე, რომელიც იქნება ძალიან ლამაზი, განახლებული და საახალწლო განწყობაც იქნება ძალიან ამაღლებული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ბათუმის მერიას აღნიშნული ნაძვის ხე მილიონ ლარამდე დაუჯდა.
ის ნაძვის ხე კი, რომელიც ხალხმა აირჩია, ასე გამოიყურება:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეიდან იუპიტერი ვერძშია - საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო“ - დავით ნიბლაძე
🔵„2023-ში გველოდება 4 დიდი ინგრესია - წლის მთავარი კოსმიური ამოცანა იქნება - „დიპლომატია!“ - გიორგი ლობჯანიძე