სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ასი ათასი მოწამის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, დემეტრე თავდადებულის, ექვთიმე ხელაძის, პეტრე იბერის და მიხა ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის II, III, VI კვარტალების (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რატომ გვაღვიძებს ღამით სიცხე და როგორ გავიუმჯობესოთ ძილი ზაფხულში – ექიმების რეკომენდაციები
⭕ „ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
⭕ რატომ აღიქვამს ადამიანი ძალიან დიდ სიყვარულს ძალიან დიდ ბოროტებად - მოძღვრის განმარტება