Digest Logo

„ნაკრებში თამაში არის ყველაზე რთული, რადგან გიწევს შენი ხალხის, შენი გერბის წინაშე თამაში“ - გიორგი მამარდაშვილი

1712091019
გიორგი მამარდაშვილი

„ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დებიუტი შედგა. ფეხბურთელისთვის ნაკრები ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველაზე რთულია.

„ყველაზე რთულია, რადგან გიწევს შენი ხალხის, შენი გერბის წინაშე თამაში. რაც არ უნდა ბევრი ტიტული გქონდეს გუნდში მოგებული, ნაკრებში თამაში საერთოდ სხვა რამეა, დიდი წნეხია“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ვალენსიაში დაიწყო თამაში.

„უკვე ვიცოდი, რომ ვალენსია დაინტერესებული იყო, თუმცა ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მალე მომიწევდა ლა ლიგის თამაში. ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ესპანური არ ვიცოდი, ინგლისურიც ძალიან ცოტა ვიცოდი. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ოჯახური გარემო იყო. შემდეგ მასწავლებელი ავიყვანე და ენაც ავითვისე“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ 2 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

⭕ კავკასიელი ხალხი პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადება, კვარაცხელია კი მალე ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება - FourFourTwo

⭕ რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?

წყარო: imedinews.ge