ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.
„გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებიდან 2 სთ. ქელეხი არ იქნება“ - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დავით ხაზარაძეს რამდენიმე წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობდა - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: