Digest Logo

ნანუკა ხუსკივაძე თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელი გახდა

1751478569
ნანუკა ხუსკივაძე

ნანუკა ხუსკივაძე თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელი გახდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის სამინისტო ავრცელებს:

„საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ბექა დავითულიანმა და გიორგი მირცხულავამ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე და თეატრის დირექტორი ზაქრო რაზმაძე წარუდგინეს.

თელავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე ესწრებოდა, ისაუბრეს თეატრის სამომავლო გეგმებზე და საჭიროებებზე.

აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აქვს და დასის ძველ და ახალ წევრებთან ერთად თელავის თეატრი ღირსეულად გააგრძელებს დიდ ტრადიციებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები“ - გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

მუსიკოსი ნატო მეტონიძე 53 წლის გახდა - როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს

სალომე ბაკურაძე „ციცინათელაში“ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს - „ძალიან თბილი ადამიანი“