
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ლაშა ცენტერაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტთა იმედი“ - შოთო სიხარულიძე ავრცელებს და ოჯახის წევრებს თანაუგრძნობს:
„გარდაიცვალა გერმანიაში ახალგაზრდა ლაშა ცენტერაძე. გლოვობს ჩემი ჩოხატაური.
ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...
ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მუსიკოსი ნატო მეტონიძე 53 წლის გახდა - როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს
⭕სალომე ბაკურაძე „ციცინათელაში“ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს - „ძალიან თბილი ადამიანი“