13 სექტემბერს, 55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე 16 სექტემბერს დაკრძალეს.
მას დაახლოებით 9 თვის წინ ინფარქტი განუვითარდა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდება.
მსახიობის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და მას სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
„იცი, შენ, იცი, როგორ მიყვარხარ... ნათელი შენს სულს, ჩემო ძმაო! 40 დღე გასულა...
„არ გხარვს ნიჭი ზურიკო? არ ხარ ბიჭი ურიგო“ - გეტყოდი, ლამის ყოველი შეხვედრისას და შენც ისე გაიღიმებდი, მხოლოდ შენ რომ შეგეძლო: ცოტა უხერხულად და თვალებში სითბო ჩამდგარი...
გენაცვალე...“, - წერს კახა სულუაშვილი.
„40 დღე უფლის სამსჯავროზე, ჩემი კეთილი მეგობარი. უზომოდ მენატრები“, – წერს ზურა ბერიკაშვილის მეგობარი თამუნა მეფარიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში