Digest Logo

„ზოგჯერ მეკითხებიან - „ლოცვები ჯობია წავიკითხო თუ ჩემი სიტყვებით ვილოცო?“... ამდენი წელია „მამაო ჩვენოში“ სიტყვა მამაოს ვამბობ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მე გავითავისე რასთან მაქვს საქმე?!“ - მამა თეოდორე გიგნაძე

1729585704
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება, სადაც იგი ლოცვის შესახებ წერს.

„დაიჯესტი“ მის ქადაგებიდან ამონარიდს უცველელად გთავაზობთ:

„ზოგჯერ მეკითხებიან - „ლოცვები ჯობია წავიკითხო თუ ჩემი სიტყვებით ვილოცო?“ - თუ წაკითხული შენი არ არის, ტყუილად კითხულობ - ეს წაკითხული შენი უნდა გახდეს.

ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ავლენს იმ ცოდნას, რაც პირველკლასელს აქვს - კითხვა იცის, ჰგონია, რომ ლოცულობს, კითხულობს და ჰგონია, რომ ლოცულობს და არ არის ეს ლოცვა...

და აქ არის კიდევ ერთი მომენტი - ამ ყველაფრის გააზრება ადვილი არ არის, ამდენი წელია „მამაო ჩვენოში“  სიტყვა მამაოს ვამბობ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მე გავითავისე რასთან მაქვს საქმე?!

ეს არის მისტიკური სიღრმე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, რომელიც ადვილი მისაწვდომი საერთოდ არ არის,
მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს;

ერთ-ერთი სასიკვდილო ცოდვაა.

„არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა" ჩვენ გვაქვს საქმე მასთან, რომელმაც არამარტო გრავიტაციის კანონი შექმნა, გონებამიუწვდომელი, დიადი სამყარო, არამედ მან შექმნა ზნეობრივი კანონი,
მე შემქმნა, როგორც თავისუფალი და გონიერი არსება, როგორც საშიშია ჩემთვის გრავიტაციული კანონის უგულებელყოფა, უარესად საშიშია ზნეობრივი კანონების უგულებელყოფა

- ეს გამანადგურებს მე. მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც ჩემთვის მოკვდა, იცით რას ამბობს?!

„მე კი არ განგსჯით, სიტყვით, რომელსაც მე ვამბობ, იმ სიტყვით განისჯებით, თუ მე უარმყოფთ“ ქრისტეს თუ უარყოფ, შიშველი კანონის წინაშე რჩები და დაუცველი ხდები,ჰგავხარ ადამიანს, რომელიც შუა ზღვაში ჩააგდეს, ჰგავხარ ადამიანს, რომელიც ცათამბჯენიდან გადმოაგდეს, აი, გადმოხტი ცათამბჯენიდან და იძახე ახლა,

მე კეთილი ვარ...
მე კეთილი ვარ...
შენ მიეცი ამ კანონს შესაძლებლობა,
რომ შენზე დამხობილიყო
და ზუსტად იგივეა,
როცა ქრისტეს უარყოფ.

დიდი ბრიტანეთი, მანჩესტერი I 28.07.2024“, - წერს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ქალი“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 ხელის აწევის და პასუხის შიში - როგორ გადავჭრათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მოსწავლეებში

როგორი ამინდია 22-24 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი?