ნაწლავი მხოლოდ საჭმლის მონელების ორგანო არ არის, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემაა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, ჰორმონებზე, მეტაბოლიზმზე და ჩვენს ზოგად ემოციურ მდგომარეობაზე.
ფიზიოთერაპევტი ნუნუ ქემაშვილი გადაცემაში „ჰარმონია - გზა შემეცნებისკენ“ სტუმარი იყო, სადაც მიკრობიომზე, ნაწლავსა და ტვინს შორის კავშირზე, თანამედროვე მედიცინის გამოწვევებსა და იმაზე, თუ რატომ მიიჩნევა ნაწლავი „მეორე ტვინად“ იმსჯელა:
„მხოლოდ ერთი ფუნქცია, მონელების ვიცით დომინანტად! თურმე ასე არ არის. მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა, ინსტიტუტებმა უფრო მეტად გაახილეს თვალები და აღმოჩნდა, რომ არის როგორც უდიდესი ენდოკრინული ჯირკვალი, ასევე უძლიერესი იმუნოდამბადი ორგანო. არის უძლიერესი მარეგულირებელი მთელი ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი და რა თქმა უნდა, დამცველი ბარიერი.
ნაწლავებში გარდა ბაქტერიებისა, ცხოვრობენ სოკოები, პარაზიტები და როგორი თანაცხოვრების კანონებია?
რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანაცხოვრება იყოს ჰარმონიული და წონასწორობა შენარჩუნებული. ეს აუცილებელია, არც განიხილება, რომ თურმე ამათაც თავისი ფუნქცია გააჩნიათ.
გენიალურებმა თქვეს, რომ ჩვენ ჩვენი შიდა სამყაროსი კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა ვიმეგობროთ მათთან.
ვიცით, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე ირღვევა წონასწორობა, რაც ხდება პათოგენური და არავინ იცის, ვისთან რა განვითარდება და ვის სად დაარტყამს.
ეს ყველაფერი ხდება იმ ტოქსინების გამოვლინებით, საბოლოო ჯამში, თავისუფალი რადიკალებით, რომელიც ბუფერულ სისტემაში გადადის და აქედან მთელს ორგანიზმს მოედება.
დღეს პოპულარულია ქრონიკული დაღლილობის სიმპტომი, პოსტკოვიდური სიმპტომები - რა ხდება ამ დროს?
დაირღვა წონასწორობა მიკროსამყაროში, სოკოც თავისებურად მრავლდება, თუმცა სოკოს თავისი დადებითი თვისებებიც აქვს. პარაზიტები მძიმე მეტალების იონებს შეიწოვებენ და შთანთქავენ, ამიტომ გონივრული მიდგომაა საჭირო იმისთვის, რომ ბუნებრივად ვმართოთ.
კვება აუცილებელია გონივრულად და არა დიეტებით!
რა საკვებს რა მიკროფლორის აღდგენა შეუძლია. საკვები, სადაც უარყოფითი როლი უკავია პურ-პროდუქეტებს“, - ამბობს ნუნუ ქემაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხატია წერეთელი თავისუფალია - მომღერალი 2025 წელს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
🎥 „ჩემი ახდენილი ოცნება...“ - ბარბარა სამხარაძე ვენეციაში მოგზაურობს