რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, გადაცემაში „ვიზიტორი“ მუსიკოსმა პანჩომ საკუთარი ცხოვრებიდან ემოციური ეპიზოდი გაიხსენეს.
როგორც ვიცი, წლების წინ ძალიან ემოციური ისტორია გადაგხდათ…
„ჩემს შვილს მდუღარე წყალი გადაესხა და სერიოზული დამწვრობა მიიღო. რეანიმაციაში რომ შეიყვანეს, სანამ მე და ჩემი მეუღლე იქ ვიდექით, აგრეთვე დამწვრობა მიღებული ბავშვი გამოიყვანეს, მან მიცნო და მამამისს უთხრა, ჩემთვის ეთხოვა, რომ მისთვის სიმღერა, „ცაში ახედე“ მემღერა. იმავე დღეს წერილიც კი დამიწერა ამავე თხოვნით. მეც ავდექი, გიტარა მოვიტანე საავადმყოფოში და ყოველ დილით, 9 საათზე, ერთი თვის განმავლობაში ჩუმად ვუმღეროდი ხოლმე მას. მას შემდეგ გავიდა წლები, ზუგდიდში კონცერტი მქონდა და უეცრად მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, მას ნაცნობი თვალები ჰქონდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი, ვინ იყო. ის გადამეხვია და მითხრა, ვერ მიცანი? შენ ჩემი სიცოცხლე სიმღერით გადაარჩინეო“, - იხსენებს პანჩო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტოპ 10 ქართველი ინფლუენსერი, რომელიც Modash-ის ჩამონათვალში მოხვდა
წყარო: fortuna.ge