პოეტ ტარიელ ხარხელაურის შვილიშვილს რატის დაბადების დღე აქვს. შვილიშვილს იუბილე ბაბუამ სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემო რატი ხარხელაურო! ჩემო საფიცარო შვილიშვილო!
გილოცავ დაბადების დღეს! შენ ხომ ის იმედი ხარ, პაპაშენს რომ წუთისოფლად დარჩენა აიძულა. სიცოცხლე დიდად არაფერია, თუ შენი ქვეყნის, შენი ხალხის სამსახურში არ ჩააყენე. უღირსობამ ბევრ მამულიშვილს დაახრევინა ქედი, ფიქრებმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ბევრს დაუკარგა ღალა სიყვარულისა, რადგან მიზანს სხვა მიმართულება მისცეს, რადგან ომს წუთისოფელთან და საკუთარ თავთან ვერ მოერივნენ.
არ შეშინდე! მხოლოდ ღირსეულ კაცებს შეუძლიათ მამულის, ენისა და სარწმუნოების მსახურება...“, - წერს ტარიელ ხარხელაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტოპ 10 ქართველი ინფლუენსერი, რომელიც Modash-ის ჩამონათვალში მოხვდა
🎥 არჩილ სოლოღაშვილი იუბილარია - ტელეწამყვანი და მსახიობი 45 წლის გახდა