მარკეტინგულმა გვერდმა Modash-მა ტოპ 10 ქართველი ინფლუენსერის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა გამომწერების რაოდენობა 500 ათასამდეა.
სიაში მყოფ ადამიანებს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, მათ შორის არიან მსახიობები, მომღერლები და მოდელები.
ალბათ, არავის გაუკვირდება თუ გაიგებს, რომ Modash-ის რეიტინგში ნომერ პირველი ინფლუენსერი სოსო ნებიერიძე იქნება. მისი გამომწერების რაოდენობა 287,7 ათასია.
მისი მიმდევრების 79 პროცენტზე მეტი ქართველია, 5%-მდე კი იტალიაში მცხოვრები ხალხი.
მეორე ადგილს გამომწერების რაოდენობით მომღერალი სოფია ნიჟარაძე იკავებს, რომელსაც 232,9 ათასი მიმდევარი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ სოფოს გამომწერების 76.37% საქართველოდანაა, 3.56% კი რუსეთიდან.
Modash-ის რეიტინგში მესამე ადგილს ქართველი ინფლუენსერი, მოდელი, ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძე იკავებს.
მას ინსტაგრამზე 213.9k გამომწერი ჰყავს, მათი 2,27% კი თურქეთიდანაა.
205.1k გამომწერით, მეოთხე ადგილს ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი რუსკა ქარქაშაძე იკავებს.
მისი მიმდევრების 88.36% ქართველი, 1,47% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებია.
მომღერალი, ინფლუენსერი და ბენდის „ღამის შოუს“ ვოკალისტი ბაბი კირკიტაძე მეხუთე ადგილზე მოხვდა.
მას ინსტაგრამზე 130k გამომწერი ჰყავს, საიდანაც 1,62% იტალიაში ცხოვრობს.
რიგით მეექვსე ადგილზეა ქართველი ინფლუენსერი ლიკა პაპავა, რომელსაც 124.6K გამომწერი ჰყავს და მიმდევრების 2,36% ამერიკაში მცხოვრებია.
102.8k გამომწერით მეშვიდე ადგილს მსახიობი, ტელეწამყვანი, მოდელი ნინა წკრიალაშვილი იკავებს.
მისი გამომწერების 76,52% საქართველოში, 2,94% რუსეთში ცხოვრობს.
Modash-ის რეიტინგში მერვე ადგილს ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილი, მოცეკვავე, ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას ცოლი ლიზა ჩიჩუაა, რომელსაც ინსტაგრამზე 82.1k გამომწერი ჰყავს.
მისი მიმდევრების 21.45% უკრაინაში მცხოვრებია.
ინფლუენსერი ნანა აროშიძე, რომელსაც სოფლის ცხოვრებასა და ოჯახზე აქვს კონტენტი, რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს.
მას 74.9k გამომწერი ჰყავს, მათგან 86.02% საქართველოში, 2,05% კი გერმანიაში ცხოვრობს.
და ბოლოს, Modash-ის რეიტინგში მეათე ადგილი ქართველ იუმორისტმა თემო ნიქაბაძემ დაიკავა, რომელსაც ინსტაგრამზე 65.8k გამომწერი ჰყავს.
მიმდევრების 84% საქართველოში, 2,31% კი საბერძნეთში ცხოვრობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 არჩილ სოლოღაშვილი იუბილარია - ტელეწამყვანი და მსახიობი 45 წლის გახდა
⭕„დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მილოცვა გიორგი გიგაშვილს