
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც მესამე შვილის დედა მალე გახდება, გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს.
მსახიობმა რამდენიმე დღის წინ მესამე შვილის სქესი გაამხილა. წყვილი გოგოს ელოდება და მას კირას დაარქმევენ.
ამჯერად მსახიობი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ჭორებზე და უარყოფით კომენტარებზე ისაუბრა:
„ჭორებს ძალიან განვიცდი, ყველასთან მინდა ხოლმე მივიდე და ვუთხრა ყველაფერი. ნებისმიერ უარყოფით კომენტარზეც ძალიან განვიცდი, ღამე ვერ ვიძინებ. ჩემი ხასიათია ასეთი, რომ აუცილებლად ყველას ყოველთვის უნდა ვუპასუხო და დავუმტკიცო.
არ მაქვს გატარების უნარი. დავიფიცე დიდი ხნის წინ, რომ ცხოვრებაში არც ერთ პორტალზე აღარ გადავალ და არ წავიკითხავ კომენტარებს -მეთქი.
ყველამ იცის ჩემი ემოციური ფონი. თუმცა ჩემს პროფილზე ყველაფერს ვკითხულობ, რადგან ის ჩემი სივრცეა“, - ამბობს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ყველაზე სიმპათიური კაცი“ - ირაკლი მაქაცარია ახალ კადრებს გვიზიარებს