მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალური ასპარეზობები მიმდინარეობს. მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგა; მან მსაჯებისგან 175, 16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 269, 27 ქულა დააგროვა, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია. მანამდე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა მოაგროვა.
15 თებერვალს უკვე წყვილების მოკლე პროგრამით ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა კი ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე
⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები