Digest Logo

ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ წილები და თანამდებობა ცოლს დაუთმო

1709125873
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარ არხში“  წილებსა და გენერალური დირექტორის თანამდებობას თმობს ნიკა გვარამია. დოკუმენტები ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს შევიდა.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს ამ ცვლილებებს, არხის გენერალური დირექტორი გახდება გიორგი გაბუნია.

ის ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან ასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას.

„მთავარ არხს“ გენერალური დირექტორის გარდა ეყოლება ორი დირექტორი - ისინი ყველაზე დიდი წილების მფლობელებმა დაასახელეს.

ტელეკომპანიის მეწილეების გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობას დაიკავებენ: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ „მთავარ არხში“ 12-პროცენტიან წილს ნიკა გვარამია გადასცემს ცოლს, სოფო ლილუაშვილს.

წილების გასხვისებაზე გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში ასახვის შემდეგ „მთავარი არხის“ მფლობელები იქნებიან:

  • სოფო ლილუაშვილი - 12%;
  • გიორგი რურუა - 2,5%;
  • „საქართველოს უნივერსიტეტი“ - 2%;
  • ნიკოლოზ სისაური - 3%;
  • BGIM (ზაზა ოქუაშვილი) - 39,6%;
  • ბაკურ ჯახაია (უკრაინა) - 37%;
  • „ომეგა მოტორს ჯგუფი“ - 0,2%;
  • „ომეგა მოტორს თბილისი“ - 0,2%;
  • თეიმურაზ ვასილიძე - 1%;
  • მარი ანნა რურუა - 2,5%.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რა წინათგრძნობა აუხდა დათუნა ტატულაშვილს და როგორ გახდა იგი უცებ ძალიან პოპულარული

28 თებერვალი ძიუდოსა და სამბოს ლეგენდის დავით ხახალეიშვილის დაბადების დღეა

„უსასრულოდ მექნება პროტესტი და კითხვა სამყაროსთან - რატომ ბავშვები?“ - ბიჭი, რომელსაც საზოგადოება გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

წყარო: www.radiotavisupleba.ge