მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გიგი უგულავას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დაატოვებინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, მოსამართლეები, – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი, – განიხილავენ ნიკა გვარამიას სააპელაციო სარჩელს მის პატიმრობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ამ წუთებში პროკურორს უსმენს, რომლის გამოსვლის დროსაც დარბაზიდან კომენტარზე შენიშვნა მისცეს უგულავას, მეორე შენიშვნის შემდეგ კი სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.
გიგი უგულავამ განაცხადა: „კი ბატონო, დავტოვებ დარბაზს, მაგრამ რასაც ახლა აქ ისმენთ, არის ბინძური ჭორაობა… სამარცხვინოები ხართ ყველანი“.მოსამართლემ გაფრთხილება მისცა ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძესაც, რომელმაც თქვა, რომ პროკურორი „საოცრებებს ლაპარაკობს“.
ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 - ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.
პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და უხვი ნალექი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
წყარო: netgazeti.ge