Digest Logo

„აბორტი ისჯება უშვილობით ან ეყოლება შვილი და გამოჰყვება დაუბადებელი ბავშვის ენერგია...“ - როდის ხდება მეტაფიზიკური შეპყრობა და რატომ არ შეუძლია ქალს ეგზორციზმის ჩატარება?! - ინტერვიუ გოგა მანიასთან

1738585824
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

გაცნობებთ, რომ „დაიჯესტი“ გოგა მანიასთან ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს იწყებს, რომელიც არაერთ საინტერესო თემას შეეხება.

ამჯერად ეზოტერიკოსთან ვსაუბრობთ: მეტაფიზიკურ არსებებზე, ნუსხის დაზიანებაზე, ეგზორციზმზე და ქალის მიერ წმენდის რიტუალზე, შეპყრობის ნიშნებსა და მათგან განკურნების გზებზე.

გოგა მანია:

„თავიდანვე გეტყვით, რომ თქვენ სამყაროს შემქმნელის სულიერი ნაწილი ხართ, წარმოიდგინეთ, თქვენს სიტყვას და ფიქრს უდიდესი ძალა აქვს. ე.წ. წმენდების რიტუალი, ზედაპირულად, რომ ადამიანი გაათავისუფლო მჩხიბავური ზემოქმედებისგან ეს შესაძლებელია ანუ ქალმა ჩაატაროს ეს რიტუალი, მაგრამ ეგზორციზმის გამკეთებელი არ შეიძლება ქალი იყოს. რატომ არ შეიძლება? - იმიტომ, რომ ქალი არის წმინდა და ქალებზე დგას სამყარო. ქალს გახსნილი აქვს ქვედა ჩაკრა, რომც სცადოს ეგზორციზმის ჩატარება იგი დაიავადებს თავს და დაღუპავს საყვარელ ადამიანებს, თან გამოიწვევს შეპყრობას. სრული აბსურდია. ეს სათამაშო თემა არ არის, რადგან შეხება ხდება ბნელ ძალებთან. თუ დაზუსტებით არ იქნება გასუფთავებული ადგილი, განბანილი არ იქნება არ შეიძლება ჩატარება, რადგან იქ ბევრი დეტალია. ხშირ შემთხვევაში წმენდებს ეძახიან „მონაცვლეობას“. ადამიანს ეუბნებიან რომ მოაშორებენ უბედურებას, მოჰყავთ კიდევ ორი ადამიანი, მეგობარია თუ სხვა, აკეთებენ მონაცველობას ერთიდან მეორეში გადააქვთ ეს ენერგია. ესეც შეპყრობაა. ზიანი კი მოვა. რომ ამბობენ „ეშმაკმა შეიპყროო“ არასწორია, რადგან ადამიანს აქვს მარჯვენა და მარცხენა, ეშმაკს ეკუთვნის ეს მარცხენა მხარე, სიბილწე, ქვესკნელი, ტანჯვა მაგრამ ეშმაკს მეტი საქმე არ აქვს, 8 მილიარდი ადამიანიდან, მაინც და მაინც ეს ადამიანი შეიპყროს. არავინ არ თქვა მსგავსი, აქ გვაქვს საქმე მეტაფიზიკურ არსებასთან, ბნელ ძალასთან. შეპყრობა ხდება, ბინძური, შავი, სხვა ძალებისგან. 

- ვის შეიძლება ჩაუსახლდეს მეტაფიზიკური არსებები?

- ვინც არ ლოცულობს, არ იცნობს საკუთარ თავს. შეიძლება, მშობლების დაზიანებიდან, ნუსხის დაზიანებიდან მოხდეს შეპყრობა, წყევლისგან. შეპყრობა მოდის სუსტზე და ასევე შესაძლებელია მშობლებიდან ბავშვზე, ყველაზე დიდი დაზიანებაა აბორტი. ბავშვის მოშორება, სამომავლოდ ან ისჯება უშვილობით, ან კიდევ ეყოლება შვილი და მუცლად გამოჰყვება დაუბადებელი ბავშვის ენერგია, რომელიც შეპყრობის სახით მოდის. ამისგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ ისურვებს ადამიანი. მნიშვნელოვანია, სწორ ადამიანთან კონსულტაციის გავლა, რომ გათავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან. როგორ გამოვიცნოთ სწორი ადამიანი? მნიშვნელოვანია ის იყოს ბედნიერი ადამიანი.

- როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ წინაპრებისგან გამოჰყვა ოჯახს პრობლემები?

- თუ არის, მსგავსი პრობლემა, მაგალითად: არის ნარკოდამოკიდებულება ოჯახში, უშვილობა, პირობის გატეხა, ანუ შეჰპირდით საყვარელ ადამიანს და რაღაც არ შეასრულეთ. ამ დროს იჩენს თავს სხვადასხვა გამონაყარი კანზე, და ა.შ. სიტყვის შეუსრულებლობამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სიკვდილამდეც კი. ადრე იყო, ღრმა სოფლებში იცოდნენ, რომ ოჯახში მომლოცველი იყო ოჯახის უფროსი, რომელსაც სალოცავი ქვევრები ჰქონდა ეზოებში. ამ ქვევრების დაზიანება იწვევს შეპყრობას, ამგვარი ლოცვისას ყოველთვის იხსნება ორი პორტალი, მარჯვენისა და მარცხენისა. სწორედ ამ ლოცვის დროს მოდის, დაცვა, ანუ დავალებული ანგელოზები, ბატონების სახით, სულები, მეტაფიზიკური არსებები, რომ მათ დაიცვან საგვარეულოს ხაზის შვიდი თაობა. მაგრამ ეს პირობა თუ იქნება დარღვეული, მიდის შეპყრობა ამ 7-ვე ხაზის. ამიტომ, მნიშვნელოვანია დაიცვან მიცემული პირობა. 

- რა მოაქვს შეპყრობას?

- სუიციდზე ფიქრი, ჩაკეტვა, ღამე მოუსვენრობა, უძილობა. დაღლილი გაღვიძება. მზისგან გაქცევა, ზედმეტი ვნებისკენ მომართულება, ან ვნების დაქვეითება, დაბალვიბრაციული ფიქრები, ადამიანი თითქოს საკუთარ თავს ეკამათება. ნარკოდამოკიდებულებები, კამათი, მოუწესრიგებლობა, არაჰიგიენურობა. ამ დროს სული იკარგება სხეულში. ხომ ვამბობთ თვალები სულის სარკეა? - ამ დროს სარკისებრი ხდება თვალები და ქვრება, უფრო მუქდება და ქვრება. რაც შეეხება მიმართვას და განკურნების სირთულეს, ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. მთავარი შეპყრობის კიდევ ერთი მიზეზი არის, რომ, ჰგონიათ მეორე ადამიანი უყვართ. მიმართავენ სხვადასხვა მჩხიბავებს. აქ ზიანდებიან ძალიან. ვიმეორებ, კიდევ ყოველი ლოცვით იხსნება პორტალი, და მოდის დავალებული არსება. ხომ ამბობენ, დედის წყევლა არ ვნებს, არის სრული აბსურდი. სიტყვა აქვს უდიდესი ძალა. ნებისმიერი ლოცვა თუ წყევლა უსწრებს ადამიანის ცხოვრებას. რატომ ზიანდება მე-7 თაობა? იმიტომ რომ ადამიანს აქვს სულ 7 ჩაკრა. რატომ არის ბავშვი 7 წლამდე ანგელოზი? რატომ არის სული 21 გრამი ანუ გვაქვს სამი დიდი ტრანსფორმაცია, სამი შვიდი. ყველაზე მთავარია, რომ ყოველი ლოცვისას წარმოთქმულ სიტყვაზე თუ წყევლაზე, ჩვენ ვაგებთ პასუხს. ეს არის გაცვლა-გამოცვლის სამყარო, რადგან უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ზედმეტი სიკეთისა და ბოროტებისთვისაც მოგვეთხოვება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სოსო ნებიერიძე გოგოს მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან