
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კვალიფიკაციური ასპარეზობის ფინალურ რაუნდში ბასილაშვილმა იტალიელი ფრანჩესკო პასარო 6-3, 6-3 დაამარცხა. მანამდე ბასილაშვილმა ავსტრალიელი კრუზ ჰიუიტს და რუსეთის წარმომადგენელს, ალიბეკ კაჩმაზოვს მოუგო.
ბასილაშვილი, რომელიც 2019 წელს მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე იყო, ამჟამად 210-ე პოზიციაზე იმყოფება. 2023 წლის შემდეგ ის „დიდი მუზარადის“ ტურნირის ძირითად ბადეში პირველად ასპარეზობს.
ბასილაშვილის კარიერული პრობლემები ტრავმებს და პირად ცხოვრებაში პრობლემებს უკავშირდება. ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე სასამართლომ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გაამართლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“ - ნანუკა გუდავაძე იუბილარია
🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან