Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეში ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

1737997647
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ფრანგმა ტიტუან დროჟემ ტრავმის გამო ვერ დაასრულა და ბასილაშვილი შეჯიბრების ძირითად ეტაპზე გავიდა.

პირველი სეტი დროჟემ 6:3 მოიგო, მეორე სეტი ქართველის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა. გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზი 5:4 იგებდა და მატჩის მოსაგებად უნდა ჩაეწოდებინა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა.

მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ყაზახეთის სახელით გამომსვლელი მიხაილ კუკუშკინი იქნება.

ბოლოს ბასილაშვილმა ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში მონაწილეობა 2023 წლის მარტში, ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსზე მიიღო, სადაც პირველივე წრეში არგენტინელ კაჩინისთან ორ სეტში დამარცხდა.

32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა წელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ეტაპზეც ითამაშა, ამჟამად ის ATP-ის რეიტინგში 178-ე ადგილზეა. ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა საერთო კლასიფიკაციაში მე-16 პოზიცია იყო, მას უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პატარა კვარა - ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ ვაჟის სახე გამოაჩინა

🎥 გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონა-ვალენსიას“მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ხელთათმანი აჩუქა

⭕„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა...“ - გიორგი ლობჟანიძე ნინოობას გვილოცავს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

წყარო: 1tv.ge