Digest Logo

🎥 გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონა-ვალენსიას“მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ხელთათმანი აჩუქა

1737992313
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ 26 იანვარს „ბარსელონას“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:7.

მატჩის დამთავრების შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ქართველი გულშემატკივარი არ დავიწყებია. იგი ფანებთან მივიდა და თვისი ხელთათმანი აჩუქა.

ემოციურ კადრებს სპორტული გვერდი geo team-ი გვიზიარებს:

„არც მძიმე მატჩის შემდეგ დაუტოვებია ქართული დროშით მყოფი გულშემატკივრები სტადიონზე უსაჩუქროდ“, - წერს geo team-ი.

ცნობისთვის, მატჩი საქართველოს ნაკრების მეკარესთვის ძალიან რთული გამოდგა. თუმცა, რეალურად, მამარდაშვილი მხოლოდ მესამე გოლის დროს შეცდა. გიორგის 5.0 ქულა დაუწერეს, რაც მისი ესპანური კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება აღმოჩნდა.

21 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა...“ - გიორგი ლობჟანიძე ნინოობას გვილოცავს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

🎥 „ახალი თაობა, რომ უსმენს ქართულ სიმღერას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ მშობლებს...“ - ჯგუფ „ურსას სოლისტი“ გიორგი ძოწენიძე

⭕ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა