Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ათი საფეხურით დაწინაურდა - მან ჯინგშანში პირველი გამარჯვება მოიპოვა

1758703743
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში ათი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 104-ე პოზიციას იკავებს.

33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას წარმატებით ითამაშა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ის კატეგორიის ტურნირზე. ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ძირითად ბადეში ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

ამჟამად ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და პირველი მატჩი უკვე მოიგო, მან დანიელ აუგუსტ ჰოლმგრენს სძლია და მერვედფინალის საგზური მიიღო.

ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კრაბში“ საერთოდ არ არის კიბორჩხალის ხორცი...“ - რას ამბობს ირაკლი არაბული პოპულარულ საკვებზე

⭕„უკვე მენატრება ეს მდგომარეობა“ - ქეთი ხატიაშვილი ორსულობის დროინდელ კადრებს გვიზიარებს

🎥 „თქვენს კრემში ჰორმონებია!“ - ზაზა თელია კოსმეტიკის სახიფათო ინგრედიენტებზე საუბრობს, რას მალავენ სილამაზის ინდუსტრიაში ეტიკეტებზე?

წყარო: 1tv.ge