საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბასილაშვილმა შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში გერმანელი მაქს ვიშკანდტი სამ სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გამოცდილი ფრანგი ადრიან მანარინო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს.
აქამდე ბასილაშვილი და მანარინო ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ ფრანგმა მოიგო, ხოლო ერთხელ – ქართველმა ჩოგბურთელმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყურადღებით, რამე არ გამოგეპაროთ“ - ხავი დე ლა ოსა მორიგ სახალისო ვიდეოს გვიზიარებს
🎥 რა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ექიმის რჩევები
წყარო: 1tv.ge