ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.
„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება, მეტიც მან ქართული კერძებიც დააგემოვნა და საქართველოსაც ესტუმრა.
ხავი დე ლა ოსა საქართველოს ნაკრების და გიორგი ქოჩორაშვილის განსაკუთრებული გულშემატკივარია, სწორედ ამიტომ ალბანეთთან მატჩამდე იგი მორიგ სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„დღეს საქართველო ჩვენს სტადიონზეც თამაშობს! ყურადღებით, რამე არ გამოგეპაროთ!“, - წერს ხავი „ლევანტეს“ ოფიციალურ გვერდზე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ექიმის რჩევები
🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია