
IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე ტრაგიკულად, ექსპედიციის დროს დაიღუპა.
ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის გამო, მესტიაში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
„მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გამყოლი ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანი. ვუსამძიმრებთ ნიკოს ოჯახს, მის მეგობრებს, მესტიას და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს! ნიკოლოზ ფალიანს დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარებაში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: