Digest Logo

„ნიუ იორკ თაიმსი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე - „ქართველი „მხატვარი“, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა“

1748525260
 ხვიჩა კვარაცხელია

„ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ის ქართველი მხატვარი, რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნიუ იორკ თაიმსმა“ წერილი ფრანგული გრანდის ქართველ ვარსკვლავზე, რომელიც 31 მაისს მილანის „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. გთავაზობთ ამ ვრცელი წერილის ფრაგმენტს.

„ის ზაფხულს წალენჯიხაში, მშობლიურ ქალაქში ატარებდა, რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯიხაში მხოლოდ 25 000 მაცხოვრებელია. თუმცა ამ რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია: ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო. მელიტონ ქანთარიამ კი 1945 წელს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ჩამოკიდა.

მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული „პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის ვინგერის პოპულარობამ ყველა მათგანი დაჩრდილა. ევროპის სეზონის მთავარ საკლუბო თამაშამდე, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ თბილისს ეწვია.

მამამისი, ბადრი ფეხბურთელი იყო – ის რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა და მის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩიც კი ჩაატარა. აზერბაიჯანში მწვრთნელობისას, როდესაც კვარაცხელია პროფესიულ ფეხბურთში სამწვრთნელო როლში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბადრის ექიმებმა უთხრეს, რომ სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.

18 წლის ასაკში კვარაცხელიას არ სურდა საქართველოდან წასვლა. თუმცა, მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ეს აუცილებელი იყო და „რუსთავიდან“ იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისი პირველი ხელფასი საკმარისი იყო ოპერაციის დასაფარად და მამის სიცოცხლის გადასარჩენად.

ბადრი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრება. დიდი ემოციების და გულის გამო, ის ვიპ-ლოჟაში ოჯახის წევრებთან ერთად უნდა დარჩეს. ასე იყო კვარაცხელიას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში – იანვარში პსჟ-ში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს“, – წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დასაკარგი ასე თუ ისე არაფერი გაქვს...“ - როგორ ემზადებიან მორაგბეები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად?

⭕ „მას კითხვაც კი არ დაუსვამს, მთელი თავისი პირველი ხელფასი მე მომცა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა...“ - რას იხსენებს ხვიჩა კვარაცხელიას მამა

🎥 „თუ ქუჩაში ტელეფონით თავჩაღუნული დავდივართ, სხეული აუცილებლად დაზიანდება“ - როგორ უნდა ვიაროთ ფეხით სწორად? ექიმის რჩევები

წყარო: 1tv.ge