„დაიჯესტი“ გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლექსს, რომელიც ნუგეშის მომცემია:
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვასშენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალისდა ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიშიგანა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარადდა ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება.
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება!
რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი: ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!“.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ: