
ასტროლოგმა და ეზოტერიკოსიმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 26 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
მისი თქმით, 26 სექტემბრის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე საკმაოდ წარმატებული იქნება.
♈ვერძი
დილა შეიძლება ცუდად დაიწყოს თუმცა, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა და ყურადღება მიაქციეთ ფულს.
♉კურო
დღეს არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, წვეულებებსა და ხალხმრავლობაში ყოფნა, რადგან შესაძლოა ურთიერთობა გაიფუჭოთ ზოგიერთ პიროვნებასთან და უთანხმოება მოგივიდეთ. ორიენტირდით საკუთარ თავზე.
♊ტყუპები
მზად იყავით ბრძოლისთვის, შესაძლოა დღეს გარკვეულ წინააღმდეგობებს გადაეყაროთ. შესაძლოა ცდილობდნენ ხელის შეშლას, ამიტომ ნებისმიერ საქმეს მოეკიდეთ სიფრთხილით. იყავით თავდაჯერებულები.
♋კირჩხიბი
დღე მარტივი არ იქნება, თუმცა მაინც წარმატებულად ჩაივლის. ნებისმიერი საკითხი რომლის დაწყება ან დასრულება გსურდათ შეგიძლიათ განახორციელოთ. ენდეთ ინტუიციას, როგორც ფინანსური, ისე ურთიერთობების კუთხით.
♌ლომი
დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. გექნებათ ენთუზიაზმი. შესაძლოა თქვენი დახმარება ახლობელ ადამიანებს დასჭირდეს. საღამოს შესაძლოა რომანტიკული სიურპრიზიც მიიღოთ. შესაბამისად დადებითი და სასიამოვნო დღე გელოდებათ.
♍ქალწული
განიხილეთ ნებისმიერი საკითხი, გადაწყვიტეთ და დაასრულეთ. ყველაფერი, რაც კონფლიქტს ბადებდა დღეს მარტივად მოგვარდება.
♎სასწორი
დღე შედარებით ქაოსურია. გაგიჭირდებათ ერთ რამეზე ფიქრი. იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ დათმობთ, წახვალთ კომპრომისებზე და გადადგამთ ნაბიჯებს. ეცადეთ იყოთ მშვიდები.
♏მორიელი
დღეს ყველაფერს და ყველა დეტალს ამჩნევთ. არ არის სასურველი მაშინვე დაიწყოთ მოქმედება. აუცილებელია შეაგროვოთ ინფორმაციები, დააკვირდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. შესაძლოა ბევრი საინტერესო და ახალი ინფორმაცია გაიგოთ.
♐მშვილდოსანი
გაქვთ გარკვეული შინაგანი ქაოსი, რომელიც ხელს გიშლით. ასევე შინაგანი ეჭვები. შესაძლოა ძველი მოვლენები გაგახსენდეთ, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება თქვენთვის. ეცადეთ ამაზე ნაკლებად იფიქროთ. არ აჰყვეთ ემოციებს.
♑თხის რქა
დღე ძალიან კარგია მუშაობისთვის. განსაკუთრებით ისეთი რაღაცებისთვის, რასაც შემოქმედება და ფანტაზია სჭირდება. თუ ორიგინალური იდეები გაქვთ, დღეს შეგიძლიათ, რომ სისრულეში მოიყვანოთ. გამოდით კომფორტის ზონიდან.
♒მერწყული
სასიამოვნო დღე იქნება თქვენთვის. შედარებით მარტივი იქნება მოახდინოთ სხვაზე დადებითი შთაბეჭდილება და დაამყაროთ ურთიერთობები. გაიცნოთ ახალი ადამიანები როგორც საქმიანი, ისე სამეგობროდ. იქნებით დადებითები და მარტივი იქნება ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაცია.
♓თევზები
შესაძლოა დღეს ცრუ ფორიაქი გქონდეთ...ან ინერვიულოთ იმის გამო, რაც არ ღირს. გაქვთ გარკვეული შეცდომების დაშვების ალბათობა. იყავით რაციონალურები და არ ენდოთ ინტუიციას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა ორსულობამდე? - ექიმის რჩევები