Digest Logo

🎥 რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა ორსულობამდე? - ექიმის რჩევები

1727329782
ქეთი გოცირიძე

რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროს მომავალმა დედამ?

რით განსხვავდება ორსულობაში და მის შემდეგ ჩატარებული გენეტიკური კვლევები ერთმანეთისგან?

რომელ ასაკშია მიზანშეწონილი რეპროდუქციული მასალის შენახვა?

რა უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა, როცა წყვილი შვილის ყოლას გეგმავს?

ამ საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც მომავალ დედებს რეკომენდაციები გაუზიარა.

„პირველ რიგში შედარებით მარტივი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარებაა საჭირო, იმისათვის, რომ შევადაროთ ქალის ზოგადი ჯანმრთელობა. ესენია - ინფექციური სკრინინგი, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს სკრინინგი. ასევე ჰორმონული პროფილის შეფასება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებაში ფარისებრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოლიმის მჟავაც მნიშვნელოვანია - რადგან ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ ნერვული მილის ანომალიის განვითარების პრევენციისთვის რეკომენდებულია“, - აღნიშნა ქეთი გოცირიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕კობახიძე ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - 2 წლამდე ბავშვი ჭამის დროს დაიღუპა