
ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ ობიექტივში მოხვდა, სადაც ზაკ მირიანაშვილის რუბრიკაში მსახიობ ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრაზე ისაუბრა:
„ოდრი ჰეპბერნს უნდა შევხვედროდი ცოცხალს. მის ფილმებზე გავიზარდეთ და ვისწავლეთ კინოს ყურება. დღის პირველი ნახევარი მასთან ერთად გავატარე. სულ ვნატრობდი ნეტავ ჩემთვის სხვა სახელი დაერქმიათ მეთქი. ჩემი სახელი გავაცანი როგორც ნუგ. ისე მოეწონა მოკლე სახელი ასე მომმართავდა.ოდრი ჰეპბერნთან გატარებული ერთი დღე არასდროს დამავიწყდება.
ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ. 1990-იანი წლები იყო და ვმუშაობდი ამერიკულ ტელევიზიაში NBC-ში. ატლანტაში. ერთ მშვენიერ დღეს მივედი სამსახურში და დამხვდა ამბავი - თურმე UNICEF-ის კეთილი ელჩია ჩამოსული ატლანტაში. ოდრი ჰეპბერნი თავად. მითხრეს წადი და გააკეთე სიუჟეტი მასზეო. ძალიან კეთილი და თბილია, ზუსტად ისეთი როგორი წარმოდგენაც მქონდა. გავაცანი ჩემი თავი და ვუთხარი რადგან ჩემი სახელი ძნელი წარმოსათქმელია. როცა გარდაიცვალა ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, რადგან მომენტალური შეხვედრა მქონდა“, - ჰყვება ნუგზარ რუხაძე.
მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივად გამოიყურები...“ - თამო ვაშალომიძე ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 „საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ ძველი კონფლიქტები...“ - 27 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან