Digest Logo

ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება

1790755321
 ალექსანდრე თოფურია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას ბრძოლა გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში დაგეგმილ Fight Night-ზე.

როგორც გვახსოვს, მექსიკელმა მოწინააღმდეგემ ქართველი მებრძოლი ჯერ კიდევ აპრილში გამოიწვია.

იმის შემდეგ, პოტენციურ ოპონენტთა სიაში ფიგურირებდნენ ბრაის მიტჩელი და ეთან იუინგი, მაგრამ როგორც ვხედავთ, საბოლოო არჩევანი მაინც „ბორდერ ბოიზე“ შეჩერდა.

რა უნდა ვიცოდეთ 22 წლის მებრძოლის შესახებ? „კონკისტადორის“ გამოძახების მომენტისთვის ის იყო დაუმარცხებელი, რვიდან - რვა გამარჯვება. ლუნას მოგებათა სერია შეწყდა ივნისში, როცა მან საბმიშენით მიტჩელთან წააგო. რაც შეეხება მის წინა ჩხუბებს, 3 ჩხუბი მოიგო ნიკაუტით, 4 - მტკივნეულით, 1 კი გადაწყვეტილებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თითოეული კადრი სულის სიღრმემდე აღწევს...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

🎥 „ემოციურ პასუხს მოერიდეთ...“ - რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს უახლოეს დღეებში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

⭕ „საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე

წყარო: lagazzetta.ge

✕