
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთში, კერძოდ მეორე ლიგის გუნდ „ერზურუმსპორში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა და როგორც ცნობილია, 28 წლის ფეხბურთელი თურქეთში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სადაც ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
გიორბელიძე თურქულ გუნდში სერბული „ვოივოდინადან“ გადავიდა. პოზიციით მარცხენა მცველმა 2023/24 სეზონში სულ რაღაც 16 მატჩის ჩატარება მოასწრო და მხარეების გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა და კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
„ერზურუმსპორმა“ ახალი სეზონი ორი მოგებითა და ორი მარცხით დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნიკა კვეკვესკირი „ნირეგაზას“ ფეხბურთელია
🎥 თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა
წყარო: lagazzetta.ge