ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
მოქალაქეები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ და წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ. სადაც სამღვდელოებამ სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
საზეიმო მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილეებმა - დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.