Digest Logo

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ზუგდიდში შეუერთდნენ - ფოტოები

1715952849
ოჯახის დღე

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსვლელობა გაიმართა.

ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშასთან სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.

,,მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. ზუგდიდი უერთდება სიმრავლით ამ დღესასწაულს, ნიშნად ოჯახური სიწმინდის შეუვალობისა და ჩვენი დედ-მამის მიმართ უდიდესი მადლიერებისა! ოჯახი ეს გახლავთ, თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე და მას სჭირდება დაცვა. დავიცავთ ჩვენს ფასეულობებს და ფასეულობები დაგვიცავენ ჩვენ“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.