Digest Logo

🎥 „ოლიმპიადაზე მარცხი განვიცადე, ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ არ დავნებდი და ეს მოტივაციად გადავაქციე...“ - ეთერ ლიპარტელიანი

1764793653
ეთერ ლიპარტელიანი

მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო მის მოსამზადებელ პერიოდში:

მართლაც სასწაული წელი მქონდა - გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. მოვიპოვეთ გუნდურში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა. ძალიან დიდ შრომასთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული. შეგახსენებთ გასულ წელს ოლიმპიადაზე მარცხი განვიცადე, ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის, მაგრამ არ დავნებდი და ეს მარცხი მოტივაციად გადავაქციე. მოვიპოვე ისტორიული ოქროს მედალი.

მინდა მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის ჩემ მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს. რა თქმა უნდა ყველას ვინც ჩართული იყო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული სპორტსმენი მაქსიმალურად კარგად შეხვდეს ყველა შეჯიბრებას.

მეუღლეს ყველაზე დიდი მადლობა. იგი ყველანაირად გვერდში მიდგას და ყველაზე დიდი როლი აქვს მას. არის მომენტები, როცა ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად და წნეხში ვარ. ამ ყველაფერში იგი გვერდში მედგა. ჩემპიონი ხდება ის, ვინც საამისოდ ყველაფერს აკეთებს. ჩემ თავს ყოველთვის ვაჯერებდი იმას, რომ ეს დღე ჩემი იყო და მე მეკუთვნოდა, შესაბამისად ვფიქრობ რომ გამარჯვებას ვიმსახურებდი“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, ეს სისხლში და გენში გვაქვს...“ - ლაშა ბექაური

🎥 „უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემი ოჯახის და ჩემი საყვარელი ხალხის თვალწინ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი...“ - სანდრო ბაზაძე

🎥 „თბილისში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იწყება... სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უდიდესია“ - შალვა გოგოლაძე