Digest Logo

„ოქროს ბურთს ხვიჩა კვარაცხელიას გადავცემდი...“ - ტონი კროოსი

1793205480
ტონი კროოსმა

ტონი კროოსმა მიულოცა ჰარი კეინს ოქროს ბურთის მოგება, თუმცა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ასევე აღნიშნა, რომ პირადად იგი ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელიას მისცემდა.

შეგახსენებთ, ბალონ დ'ორის საბოლოო სიაში ქართველმა ფორვარდმა მე-6 პოზიცია დაიკავა.

„ვფიქრობ, კეინმა ოქროს ბურთი დაიმსახურა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც საკუთარი თავის გარშემო პიარ კამპანია არ წამოუწყია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჰარიმ ბალონ დ'ორი დაუმსახურებლად მოიგო. მომეწონა ისიც, თუ როგორ შეხვდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაჯილდოებას.

ვულოცავ ინგლისელ თავდამსხმელს გამარჯვებას, თუმცა ოქროს ბურთი მაინც რჩება სპეციფიკურ მოვლენად და მსოფლიო ჩემპიონატის წელს ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართული ხდება. უცნაურია ისიც, რომ 5-ეულში მყოფი მოთამაშეებიდან ყველა შესაძლო ტიტული არცერთ მათგანს არ მოუგია.

მხოლოდ საკლუბო სეზონით თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ვარიანტი კვარაცხელიას გამარჯვება იქნებოდა. „პარი სენ-ჟერმენი“ იყო საუკეთესო კლუბი, მისი საუკეთესო მოთამაშე კი ხვიჩა“, - აღნიშნა ტონი კროოსმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთელი პოტენციალი სხვების მსახურებას უნდა მოახმარო...“ - როგორია დღეს აჭარელი „გელინების“, ანუ რძლების ყოფა და წარსულის ტრადიციები?

🎥 „ზოგი მაგინებს, მარცხის გამო მლანძღავს, ჩემი ცხვირი არ მოსწონს, გულსატკენია ქართველისგან“ - მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 „გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო“ - მალხაზ გველუკაშვილი სიკვდილის შემდეგ პროცესზე

✕