სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მეორე და უმნიშვნელოვანეს მატჩს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კვლავ ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ოთარ კიტეიშვილმა მონტენეგროსთან მიღებული ტრავმის შემდეგ, სრულად რეაბილიტირება ვერ შეძლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველმა ნახევარმცველმა თურქეთთან გამართული მატჩი გამოტოვა და გავრცელებული ინფორმაციით, ვერც ჩეხეთთან ითამაშებს. კიტეიშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალგაზრდა თაობის ახალი საფრთხე - ვეიპის საგანგაშო შედეგები
🎥 „კარგი დღეა ოჯახის შესაქმნელად“ - 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის