
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მეორე ქალიშვილის მამა გახდა. მან და მისმა მეუღლემ ელა ზარნაძემ ახალშობილს სოფია დაარქვეს. პირველ ქალიშვილს კი ლივია ჰქვია.
აღსანიშნავია რომ ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრების სექტემბრის თამაშებში არ იმყოფებოდა, როგორც ჩანს ფეხბურთელს ამისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდა:
„2-გზის მამა, ოთარ კიტეიშვილი.
სოფია კიტეიშვილი დაიბადა “, - წერს სპორტული გვერდი, Geo team-ი.
ცნობისთვის, ავსტრიული „შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის 26 მარტს, რუსთავში დაიბადა. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილის სახელზე ამ კლუბში მოგებული ოთხი ტიტულია. 2015-16 წლებში ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის 2017 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ოთარ კიტეიშვილი 22 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ კაპიტანი გახდა, ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მეორე ნახევრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიტეიშვილმა „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში 98 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსკა ქარქაშაძე ულამაზეს ლუქში ბრწყინავს - „არაჩვეულებრივად გამოიყურები“
🎥 როგორ ისვენებს შორენა ბეგაშვილი თურქეთში - მოდელი ახალ ვიდეოს გვიზიარებს