Digest Logo

ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ხანძარი გაჩნდა

1745581041
ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ხანძარი გაჩნდა

ხაშურთან, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, ხანძარი გაჩნდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს ძლიერი დაკვამლიანება.

მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, არავინ დაშავებულა.

„გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“ , - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ ატყობთ რომ გჭირდებათ ცვლილება, მაშინ იმოქმედეთ, ოღონდ გახსოვდეთ...“ - გიორგი ლობჯანიძე აპრილის ბოლო დღეებზე

🎥 „შვილი მკვდარი რომ გყავს გახსოვს? სუფთა ბო*ი... რა უნდა უთხრა, როცა ჩაძაღლდები და წახვალ იმ ქვეყნად“ - მაია ასათიანი სოცქსელში მიღებულ შეტყობინებაზე ატირდა

⭕„ვის ცხოვრებაშიც გამოჩენილხარ, ყველას ვულოცავ“ - ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია, როგორ ულოცავენ მეგობრები დაბადების დღეს