Digest Logo

🎥 „პატარა გოგონები დგანან და იგინებიან...ერთი კომენტარიც რომ მოგხვდეს თვალში, მთელ დღეს გიწამლავს, ნეგატიურ ფიქრს იწყებ“ - ზურიკო დავითაშვილის კომენტარი კვარას მიმართ სოცქსელში ბულინგზე

1722241327
ხვიცა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი სპორტულ გვერდ GEO TEAM-თან ინტერვიუში,  თანაგუნდელის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გარკვეული ადამიანებისგან გამომჟღავნებული სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, ძალიან იმედგაცრუებული და ნაწყენია.

მან ჯანსაღი კრიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ადამიანებს ერევათ ჯანსაღი და არაჯანსაღი კრიტიკა, რის შემდეგაც წითელ ხაზებს კვეთენ.

„საწყენია, რომ ეს შენს ქვეყანაში ხდება. კომენტარებს არ კითხულობენო, ხომ არ ვსხედვართ და არ ვკითხულობთ, მაგრამ ერთი კომენტარიც რომ მოგხვდეს თვალში, მთელ დღეს გიწამლავს, ნეგატიურ ფიქრს იწყებ.

პატარა გოგონები დგანან და იგინებიან.

არ ვსაუბრობ კრიტიკაზე, პირად შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანს და ეგეთ ხალხს არც ფეხბურთი ესმის და არც თავისი ქვეყანა უყვარს. ეგეთი ბოროტი აზრი თავში როგორ უნდა გქონდეს საერთოდ?

ჩვენს თაობაში პირველი იყო ხვიჩა, რომელიც წავიდა და ოქროს ბურთის ნომინანტებში შევიდა. დღეს კვარაზე იძახიან ცუდს და ხვალ ჩემზე დაწერენ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გქონდეს ცუდი სიტყვები გულში?!“, - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕გუდაურის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

⭕როდემდე გაგრძელდება ცვალებადი ამინდები საქართველოში