Digest Logo

პატივისცემას ვიმსახურებთ, მსაჯი ისე მელაპარაკა თითქოს ჩვარი ვიყო - ვილი სანიოლი

1694582332
ვილი სანიოლივილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი თამაშის ბოლოს მეოთხე მსაჯს ეკამათა, რაზედაც მან ღიადაც ილაპარაკა.

სანიოლის აზრით, არბიტრს 3 წუთზე მეტი უნდა დაემატებინა, რადგან თამაში ბევრჯერ შეჩერდა.

„მსაჯს ვუთხარი, რომ სამი წუთი არ იყო მისაღები და სამართლიანი. არავინ იცის, მოვახერხებდით თუ არა გათანაბრებას, მეტი რომ დაემატებინა, შესაძლოა, ნორვეგიას ანგარიში 3:1 გაეხადა, მაგრამ ვფიქრობ, პატივისცემას ვიმსახურებთ! მსაჯი ისე მელაპარაკა, თითქოს, „ჩვარი“ ვიყო. ისინი სინდისთან სუფთა უნდა იყვნენ...

მოედანზე გულშემატკივრები შემოიჭრნენ და რამდენიმე წუთი მათ გაყვანას დასჭირდა, მატჩი შეწყდა, რადგან დაცვა მათ გაყვანას ცდილობდა. კიდევ რამდენიმე შეჩერება იყო და ორივე გუნდმა რამდენიმე შეცვლა გააკეთა. არ ვამბობ, რომ 8 ან 10 წუთი უნდა დაემატებინათ, მაგრამ 3 ძალიან ცოტა იყო.

ნორვეგიას ბურთი ჩვენზე მეტად ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე პრობლები შეგვიქმნეს. თუმცა, მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე ნორვეგიას, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ. ესპანეთთან საშინელი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გვქონდა გამოსასწორებელი და ის, რაც დღეს ვნახეთ, იმასთან შედარებით დადებითია, თუნდაც მომავალთან დაკავშირებით.

უსინათლოც დაინახავს, რომ ნუსას პოტენციალი აქვს. ჩვენი მარჯვენა ფლანგი პირველ ტაიმში საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ უკეთესი იყო, როდესაც ცვლილება გავაკეთე. ნორვეგიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, კაპიტანიც შესანიშნავია. დღეს ჰაალანდი ბურთს 10-ჯერ შეეხო, მაგრამ გაიტანა, ეს მიანიშნებს მის კლასსა და ეფექტურობაზე“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი

🔵ელის მარია სააკაშვილი ბაღში წავიდა - ფოტოები

🔵 „ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი, მაგრამ მხოლოდ ერთს ვგრძნობ ყველაზე მძაფრად, მადლიერებას“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური პოსტი