Digest Logo

პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო

1784473032
პატრიარქი შიო

პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო.

„ამა წლის 19 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას დაესწრო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.

ღვთისმსახურების დასასრულს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ ჯანი ვერსაჩეს ულამაზესი სახლი და ნინი შერმადინის ყვითელი ლუქი - რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

⭕ „შესაძლოა იგრძნოთ თავი მიტოვებულად“ - 19 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „თვალს ვერ და არ დახუჭავ!...ვის რა დაუშავა ნოდარ დუმბაძემ რომ გძულდეს და მერე შეაგინო“ - გიორგი ლობჯანიძე