Digest Logo

„თვალს ვერ და არ დახუჭავ!...ვის რა დაუშავა ნოდარ დუმბაძემ რომ გძულდეს და მერე შეაგინო“ - გიორგი ლობჯანიძე

1784447959
გიორგი ლობჯანიძე

იუთუბის ერთ-ერთი პოდკასტის ეპიზოდში, რომლის თანაწამყვანიც კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ბენდუქიძეა, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გაისმა.

კერძოდ კითხვაზე: ვინ სძულდა გადაცემის სტუმარს ყველაზე მეტად - ნოდარ დუმბაძე დაასახელა და ამ სიტყვებს მოჰყვა რეპლიკები და მწერლის მიმართ გინება.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ეხმაურება და წერს, რომ რაც წმინდა და ეროვნულია, მას არავინ უნდა შეეხოს, მით უმეტეს ამ ფორმით:

„რა ვქნა, ასეთ შემზარავ კადრებს რომ ვუყურებ შინაგანად ძალიან ცუდად მოქმედებს და რომ არაფერი არ თქვა კაცმა ისე არ გამოდის! (ვიდეო კომენტარებში).

მე ვრწმუნდები იმაში, რომ სოციალურ ქსელში ყველას მიკროფონთან წვდომა არ უნდა ჰქონდეს და თუ ექნება, მაშინ გარკვეულ საკითხებზე უნდა არსებობდეს რაღაც ცენზურა, რომ ის, რაც წმინდაა და ეროვნული ფასეულობაა არ გადაუარო და არ გათელო!

ვის რა დაუშავა ნოდარ დუმბაძემ რომ გძულდეს და მერე შეაგინო, საინტერესოა?!

ისეთ ქართველ მწერალს და სცენარისტს, როგორიც ბ-ნი ნოდარი იყო შეუძლებელია მხოლოდ სითბოს და სიყვარულს რომ არ იწვევდეს თითოეულ ქართველში და მე ვიტყოდი ნებისმიერი ეროვნების ადამიანში, თუმცა იმდენად გაუსაძლისია დღეს ადამიანთა აზროვნება რომ კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული.

და არის რაღაცები, რაზედაც თვალს ვერ და არ დახუჭავ! ბოლო ბოლო დუმილით გაიცემა ქრისტე!
რა გითხრათ, წინა დღეს დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიბლიურ პროცესებს ბოლო ჟამს და აღმოსავლურ „კალი იუგას” შევეხე!

ეგაა „შუდრების ეპოქაა”, სადაც მხოლოდ პური და სანახაობაა მოდაში, ხოლო თითოეული ნეგატიური პერფორმანსი ამის დამადასტურებელი ფაქტია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს...“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ „ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე...“ - მზე ლომის ზოდიაქოში: თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში