Digest Logo

🎥 „პირადი ცხოვრება არის მხოლოდ შენი და ამიტომ ჰქვია პირადი...“ - კრისტი ყიფშიძე

1755620475
კრისტი ყიფშიძე

მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და „ინსტაგრამის“ გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

ამჯერად, იგი სტუმრად იუთუბის ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც პირადზე და საკუთარ თავზე ისაუბრა:

ყველაზე მეტად დასაფასებელი შენში ბუნებრიობაა ალბათ, არაფერი გაქვს გაკეთებული...

კრისტი ყიფშიძე: მე კი არ ვვამაყობ ჩემი თავით, უბრალოდ რომ მეკითხებიან, ვფიქრობ რომ ვარ მაქსიმალურად ბუნებრივი. არ მიყვარს ხელოვნური არაფერი, არც ურთიერთობა, არც ლაპარაკი. დღეს რომ ვსაუბრობ იმაზე კი არ ვფიქრობ რა ვთქვა და როგორ ვილაპარაკო, რაც ვარ ეს ვარ. არის რაღაც უნარები რაც გაგვაჩნია ინდივიდუალურად.

მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მოამზადეს ჩემზე სიუჟეტი, როცა სახლში ვიყავი. მაგ დროს გავრეცხე ჭურჭელი და ძალიან ბევრი კომენტარი იყო თითქოს დადგმული იყო ეს სცენა. აი რატომ, რისთვის მჭირდება? არ მიყვარს ზედმეტად შიდა სამზარეულოს დანახვება, თუმცა ცოტას ვაღებ კარებს.

მე არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან ამ ჩარჩოებს. მე მაგალითად ჩემი ჩარჩოები მაქვს. არ მიყვარს საუბარი პირადულზე, ინტერვიუს დროს. ადრე სადღაც ბავშვობაში მიმიცია ალბათ მსგავსი ინტერვიუ, თუმცა ახლა არ ვსაუბრობ მსგავს თემებზე. მივხვდი, რომ ასეთ რაღაცებზე არ უნდა ვისაუბრო. პირადი ცხოვრება არის მხოლოდ შენი და ამიტომ ჰქვია პირადი, უნდა დაიტოვო შენთვის, მაქსიმუმ მეგობრებს გაუზიარო რაღაც დოზით ისიც.

რა სკანდალი ან ჭორი გახსენდება შენ თავზე, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა?

კრისტი ყიფშიძე: მე არ მიყვარს სკანდალები და არ ვარ ეპატაჟური. რაც ვარ ის ვარ. არ შევქმნი და არ მოვიგონებ რაღაცას, იმიტომ რომ ამაზე ვიღაცამ რაღაც ააწყოს. ჭორები ალბათ არის, რომ არ იყოს ალბათ ეგეც მოსაწყენი იქნებოდა. ალბათ მაგ დროს ვიფიქრებ რომ უინტერესო ვარ. ჩემზე რა ჭორიც გამიგია არის ის, რომ ძალიან მდიდარი ვარ. მდიდარი ვარ სხვა რაღაცებით, მაგალითად ჩემი ფასეულობებით. ოჯახი და ახლობლები არიან ჩემი სიმდიდრე. ასევე ის 30-წლიანი კარიერა. ამიტომ არ მიყვარს ამაზე ძალიან ყვირილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„18 აგვისტოს პირველად შევხვდით ერთმანეთს, მადლობა ღმერთს ამისთვის!“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლეზე

🎥 „გენეტიკის ძალა“ - ლიკა კვარაცხელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ „ფერისცვალება ჩემი მთავარი დღესასწაული... მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული“ - გიორგი კეკელიძე